რა თემები განიხილეს დავით ბაქრაძემ და ჯეიმს აპატურაიმ? – ერთობლივი ბრიფინგი

ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ჯეიმს აპატურაისთან ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარება განიხილა.
„ჩვენ განვიხილეთ ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. აქცენტი, რა თქმა უნდა, გაკეთდა არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში რეკომენდაციის თვალსაზრისით და ამ მიმართულებით იმ მოლოდინებზე, რომელიც გვაქვს ალიანსის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მხრივ. რა თქმა უნდა, განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულება,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ ჯეიმს აპატურაისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები