ჯეიმს აპატურაი: ბუქარესტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება

ჯეიმს აპატურაი ელმარ ბროკის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ნატოში გაწევრიანების თაობაზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისაგან თავს იკავებს, თუმცა ადასტურებს, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება.
როგორც ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტების შეკითხვაზე – განიხილავს თუ არა ამ სამი ქვეყნისთვის ალიანსის მიერ ერთობლივი პაკეტის მინიჭებას, განაცხადა, ასეთი პესპექტივა არ ჩანს, რადგან სამივე ქვეყანას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს დეკლარირებული.
“ალბათ, ჩემი კომპეტენცია არ არის, ღრმა კომენტარები გავაკეთო ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებზე. რაც შეხება საქართველოს, აქ ყველაფერი ნათელია. ბუქარესტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება, როგორც ნატოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. არსებითი პაკეტი თავისი სტრუქტურითა და არსით ასევე შედგენილია იმისთვის, რომ საქართველოს დაეხმაროს გაწევრიანების გზაზე,“ – განაცხადა აპატურაიმ სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები