დე ფაქტო აფხაზეთი აფრიკის და ლათინური ამერიკის აღიარების მოლოდინშია

დე ფაქტო აფხაზეთი ლათინური ამერიკის, აზიური და წყნარი ოკეანის რეგიონისა და აფრიკის ქვეყნების აღიარების მოლოდინშია. „ქვეყანას შემდგომი აღიარება სჭირდება“, – განაცხადა დე ფაქტო აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ ვიაჩესლავ ჩირიკბამ.
„ჩვენი ძალისხმევის და სხვადასხვა ქვეყნებში ვიზიტების შემდეგ წონად შედეგებს ველოდებით. ასევე ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთქმედებას განვაგრძობთ. ჩვენ განვაგრძობთ მათი წარმომადგენლების დარწმუნებას, რომ ევროკავშირის სავიზო პოლიტიკა აფხაზეთის მოქალაქეების მიმართ არასწორი და დისკრიმინაციულია“, – განაცხადა ჩირიკბამ.
შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო აფხაზეთის “დამოუკიდებლობა” 2008 წელს პირველმა ნიკარაგუამ აღიარა. 2009 წელს კი მას ვენესუელა შეუერთდა. დე ფაქტო აფხაზეთი ასევე ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატუმაც აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები