დე ფაქტო აფხაზეთი: ევროკავშირის სავიზო პოლიტიკა ჩვენი მოსახლეობის მიმართ დისკრიმინაციულია

დე ფაქტო აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას აფხაზი მოსახლეობის მიმართ „დისკრიმინაციულს და არასწორს“ უწოდებს. ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლები ჟენევის დისკუსიებზე განაცხადებენ, – აღნიშნა დე ფაქტო აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ ვიაჩესლავ ჩირიკბამ.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 30-ე რაუნდი 9-10 დეკემბერს გაიმართება.
„დღის წესრიგში – აფხაზეთის და საქართველოს მოსაზღვრე რაიონებში უსაფრთხოების საკითხების და ძალის გამოუყენებლობის დისკუსიების მონაწილეების ერთობლივი განცხადების ტექსტის განხილვაა დაგეგმილი“, – განაცხადა ჩირიკბამ. მან ასევე აღნიშნა, რომ აფხაზური მხარე დე ფაქტო აფხაზეთის მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების საკითხს დააყენებს.
ჩირიკბამ ასევე დასძინა, რომ გაგრძელდება „ქართულ-აფხაზური ომის“ დროს დაკარგულების შესახებ საუბარი. „ამ სფეროში პროგრესი დაფიქსირდა, რადგან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით დაკარგულების ძებნის და იდენტიფიცირების პროგრამა წარმატებულად მიმდინარეობს“, – განაცხადა ჩირიკბამ.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ჟენევის დისკუსიებზე კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ისაუბრებენ.
„ჩვენ დავაყენებთ საკითხს საქართველოდან საარქივო დოკუმენტების დაბრუნების შესახებ, რომლებიც 1992-93 წლები ომის შედეგად დავკარგეთ“, – აღნიჩნა ჩირიკბამ.
მისი თქმით, ქართული მხარე და დისუსიების სხვა მონაწილეები დე ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთს შორის მეკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხს წამოწევენ. „თქვენ იცით, რომ ამასთან დაკავშირებით საქართველო რუსეთს ლამის აფხაზეთის ანექსიაში ადანაშაულებს. ეს, რა თქმა უნდა, უსაფუძვლო სპეკულაციებია და აფხაზურ მხარეს საკმაო არგუმენტები აქვს, რომლებიც ამ მოსაზრებებს აქარწყლებს. რაც შეეხება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმს, რომელიც 2012 წლის აპრილიდან არ მუშაობს, აფხაზეთი ნებისმიერ დროს მზადაა განაახლოს მუშაობა. პრობლემა ისაა, რომ ქართული მხარე დაჟინებით ითხოვს შეხვედრებზე ეგრეთ წოდებული „აფხაზეთის განდევნილი მთავრობის“ წარმომადგებლების დასწრებას, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა ჩირიკბამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები