„უფრო ადეკვატური უნდა ყოფილიყო ის ინფორმაცია, რომელიც მიდიოდა საქართველოდან უკრაინაში“

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებით უკრაინის მთავრობის დაინტერესებას “დიპლომატიურ ჩავარდნად” აფასებს.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, უფრო ადეკვატური უნდა ყოფილიყო ის ინფორმაცია, რომელიც უკრაინაში საქართველოდან მიდიოდა.
“თუ უკრაინას ჯერ კიდევ ვერ გაუგია რა მოხდა 2012 წელს, თუ რა მემკვიდრეობა დაუტოვა საქართველოს მთავრობამ ქართველ ხალხს, მე ამას ვუწოდებდი დიპლომატიურ ჩავარდნას. უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო კონტაქტები უკრაინასთან – დიპლომატები იქნებოდნენ თუ სხვა სახელმწიფო მოღვაწეები და უფრო ადეკვატური უნდა ყოფილიყო ის ინფორმაცია, რომელიც მიდიოდა საქართველოდან”, – აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის რადამ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე კვიტაშვილი დაამტკიცა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე კი ეკა ზღულაძის კანდიდატურა განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები