3 დეკემბერი

9:30
ტორინოს პროცესის აღმოსავლეთ პარტნიორობის შემაჯამებელი რეგიონული კონფერენცია გაიმართება. რომელიც განათლების ევროპული ფონდის (ETF) და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით იმართება.
10:00
“თბილისი მარიოტში” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინისტრის მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის წევრები და „საქართველოში ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერების“ პროექტის ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის რაიონული საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომელთა ეროვნულ კონფერენციას გახსნიან.
10:30
NEW
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გია ბეგიაშვილი, ფედერაციის გამგეობის წევრი კახა ნიკოლაძე და „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: სპორტის ეროვნული ფედერაცია უერთდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წამოწყებულ აქცია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ და 3 დეკემბრიდან იწყებს აქციას სახელწოდებით „სიკეთე უსასრულოა“.
11:00
სასტუმრო „ძველ თბილისში“ „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ პროექტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საზოგადოებას სამინისტროს ორი წლის მუშაობის შედეგებს გააცნობს. მისამართი: ქეთევან წამებულის 27
11:00
NEW
“პირველ პრესკლუბში” პროფესიული და საზოგადოებრივი კოლეჯების დირექტორები მოსამართლის გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ, რომელმაც შეაჩერა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მოდულების პილოტირების პროცესი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

11:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ემზარ კვიციანის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: „პეტრე მამრაძემ და ზონდერმა ირაკლი ფირცხალავამ ემზარ კვიციანისთვის მორალური ზიანის მიყენების გამო ბოდიში უნდა მოიხადონ“.
11:00
NEW
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაზა პაპუაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
11:30
“პირველ პრესკლუბში” საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია პრესკონფერენციას გამარტავს. თემა: ფარული მოსმენების შესახებ კანონი, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე“ ნიკოლოზ მჟავანაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: სააკაშვილის ხელისუფლების თანამშრომლობის კონკრეტული ფაქტები უკრაინაში მყოფ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტებთან.
11:30
NEW
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგებელი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.

12:00
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, წეროვანის კულტურის სახლს ეწვევა.
12:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით, შშმ პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ტურნირი გაიმართება. მისამართი: თავისუფლების N2
12:00
“პირველ პრესკლუბში” კინორეჟისორი გიორგი კაჭარავა პრესკონერენციას გამართავს. თემა: მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გამგებლის და მერის მიერ უფლებამოსილების გადაჭარბება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში იურისტი ვალერი გელბახიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: უკრაინის ვიცე-პრემიერად სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა, პრეზიდენტისთვის ვეტოს შეზრუდვის უფლება.
12:00
NEW
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კორუფციის აღქმის ინდექსის ყოველწლიურ ქულას წარმოადგენს.

12:30
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: როგორ დასცინის ფეხბურთის ფედერაცია ქართველ გულშემატკივარს, უკრაინის ვიცე-პრემიერად სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა.
12:30
NEW
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში კამპანია “ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლები სამომავლო გეგმებს წარმოადგენენ.
13:00
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე–პრეზიდენტი შოთა გულბანი, „რეპორტიორის“ პრეს–კლუბში ბრიფინგს გამართავს. თემა: საქართველოს მთავრობის მენეჯმენტის ხარისხი მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით. საკონტაქტო პირი: სალომე ტორჩინავა 557 75 65 33
13:00
შშმ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, ამავე რაიონში მცხოვრებ 29 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს მოინახულებს, რომელთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანი ბავშვია. მისამართი: ტურგენევის N5
13:30
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მსოფლიო დღეს, ამიერკავკასიაში ერთადერთ სოციალურ კაფეში „რეას ციყვები“, სადაც დასაქმებულნი არიან მენტალური განვითარების პრობლემის მქონე შეზღუდული შესაძლებლობების პირები, პროექტის „რეალობა, რეაქცია, რეაბილიტაციის“ წარდგენა გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრება. მისამართი: ჭონქაძის ქუჩა 29

13:30
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, 215-ე ბაგა-ბაღის რეკონსტრუქციის დასრულების აღსანიშნავად გამართულ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი დაესწრება. მისამართი: ისნის რაიონი, ბერი გაბრიელის ქ. N1

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები