შეიარაღებულ ძალებში სპორტული შეჯიბრი „გორგასლიანი“ მიმდინარეობს

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სპორტული შეჯიბრი „გორგასლიანი“ მიმდინარეობს. დღეს ასპარეზობა საბრძოლო მრავალჭიდში ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე გაიმართა.
სამინისტროს ცნობით, შეჯიბრში საქართველოს შეიარაღებული ძალების II, III, ქვეითი, II საარტილერიო და საინჟინრო ბრიგადების, ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“, ეროვნული გვარდიისა და სპეციალური ოპერაციული ძალების სამხედროებმა, ასევე თავდაცვის ეროვნული აკადემიის იუნკრებმა მიიღეს მონაწილეობა. ასპარეზობისთვის თითოეული ქვედანაყოფიდან ოთხი სამხედრო მოსამსახურე შეირჩა.
მონაწილეები „კრწანისის“ ბაზაზე სპეციალურად მომზადებულ პუნქტებზე წინააღმდეგობების გადალახვასთან ერთად, სროლებში სიზუსტითა და სისწრაფეშიც ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. გუნდები სრულყოფილად შესრულებული დავალების, სროლის შედეგებით და ასპარეზობის დროის მიხედვით შეფასდნენ. გუნდური პირველობა სპეციალური ოპერაციების ძალებს ხვდათ წილად; მეორე ადგილზე ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადა გავიდა; ხოლო მე-3 ადგილის მფლობელი III ქვეითი ბრიგადა გახდა.
საპრიზო ადგილებზე გასულ ქვედანაყოფებს სპეციალური ჯილდო – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული გმირების სახელობის გარდამავალი ფარ-ხმალი -12 დეკემბერს „გორგასლიანის“ საზემო დახურვის ცერემონიაზე გადაეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები