რუსეთი აფხაზეთის ანექსიისთვის ყირიმის სცენარის მიხედვით ემზადება – ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი

რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის ოფიციალურ ანექსიას გეგმავს, რაც საქართველოს ნატოში მიმავალ გზას გაართულებს, – ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა განაცხადა, – წერს „ევროპეისკაია პრავდა“.
„აფხაზეთში რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე, , ის ყირიმის სცენარის მიხედვით მოძრაობს. შესაძლოა, სხვა ინსტრუმენტები იყოს. მაგრამ შედეგი იგივე იქნება – საქართველოს ტერიტორიის არალეგალური ანექსია“, – განაცხადა მინისტრმა.
ლინკიავიჩუსმა აღნიშნა, რომ ეს სიტუაცია საქართველოს ინტეგრაციას დამატებით დაბრკოლებებს უქმნის. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს განახლებული ხელისუფლება, ყველაფრის მიუხედავად, საჭირო რეფორმების ჩატარების გზით იგივე ენერგიით წავა“, – განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველო, ყველა პრობლემის მიუხედავად, ნატოს სრულუფლებიანი წევრის სტატუსს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები