ალექსი პეტრიაშვილი საზოგადოებას მიმართავს

„თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები პროკურატურამ იმის გამო დააკავა, რომ ჩვენება გამოეძალათ“, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ ადვოკატების მოთხოვნას უერთდებიან და ბრალდებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
„ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“, ვუერთდებით ადვოკატების მოთხოვნას აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე! საზოგადობას მოგმართავთ: თქვენც შეუერთდით! განთავისუფლდნენ საპატიმროდან უკანონოდ დაკავებულები და გამოძიებაც მალე მივა ლოგიკურ დასასრულამდე! თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები თავად დაეხმარებიან პროკურატურას, რომ ეს სწრაფად მოხდეს! პირადად ჩემთვის, ყველაფერი ცხადზე ცხადია! პროკურატურას არც მოტივი აქვს დანაშაულის და არც მტკიცებულებები! საიდან ექნება, როდესაც დანაშაულს ადგილი არ ჰქონია! ცხადია, დააკავეს, რომ ჩვენება გამოეძალათ! ამას უკვე ემოციურ-სოლიდარული გაუგებრობაც აღარ ჰქვია, ამხ. პროკურატორებო!“, – წერს პეტრიაშვილი.
თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატები აპირებენ სასამართლოს მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართონ.
პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვა – ბრალდებით დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები