„აბაშიძე -კარასინის ფორმატისგან მოლოდინი უფრო მეტი იყო, თუმცა ეს დიალოგი უნდა შენარჩუნდეს“
აბაშიძე-კარასინის ფორმატისგან პოლიტიკური მიმართულებით მოლოდინი უფრო მეტი იყო, თუმცა დიალოგი უნდა შენარჩუნდეს – ამის შესახებ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
“რა თქმა უნდა, პოლიტიკური მიმართულებით, შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინი უფრო მეტი იყო, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის მქონე პოზიცია გულისხმობს მსგავსი ფორმატის შენარჩუნებას. არ არსებობს საერთაშორისო აქტორი, რომელთანაც გვქონია ურთიერთობა, რომელიც არ მიესალმება და არ უჭერს მხარს მსგავსი ფრომატის შენარჩუნებას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ფორმატი უნდა შენარჩუნდეს იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, რომელიც იმ მომენტისათვის ახასიათებს ორმხრივ ურთიერთობებს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.