ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სწავლებაში მონაწილეობდნენ

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს უელსში გამართული წვრთნის ამსახველი ფოტომასალა გადაეცა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ბრიტანულ სწავლებაში პირველად მონაწილეობდნენ.
CAMBRIAN PATROL-ი უელსის 160-ე ბრიგადის ორგანიზებით გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რვა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ რთულ კლიმატურ და გეოგრაფიულ პირობებში ორმოცდაათი კილომეტრის მანძილი დაფარა.
მსგავს სწავლებებში ქართველების მონაწილეობა მომავალშიც იგეგმება. CAMBRIAN PATROL-ი ორმოცდაათი წელია ტარდება.სწავლება შვიდ ფაზად მიმდინარეობს.
ფოტო მასალა საქართველოში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ ვილკესმა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ რომან ჯოხაძესა და J-2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსს, პოლკოვნიკ გიორგი კვირიკაშვილს გადასცა.
გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრას დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშეს თანაშემწე სერჟანტი სკოტ მეინიარდიც დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები