ეუთო: უკრაინული არმიისა და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ „ბოევიკების“ შეთანხმებით, ცეცხლი 5 დეკემბერს შეწყდება

უკრაინული არმია და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ „ბოევიკები“ შეთანხმდნენ, რომ ცეცხლი გაყოფის ხაზის გასწვრივ 5 დეკემბერს შეწყდება. მძიმე შეიარაღებას კი 6 დეკემბრიდან გაიყვანენ,- ამის შესახებ ეუთოს პრესსამსახურში განაცხადეს.
29 ნოემბერს ეუთოს დამკვირვებლები უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ.
ეუთოს მისიის შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენლების დაჟინებული განცხადებით, „კაზაკების“ ყველა ქვედანაყოფის კონტროლს ახორციელებენ და ეს ქვედანაყოფები ასევე შეასრულებენ ამ შეთანხმებას. გარდა ამისა, ეუთოს მისიის შეტყობინების მიხედვით, „მათ დათანხმდნენ, რომ მძიმე შეიარაღების გაყვანა 6 დეკემბერს დაიწყება“.
„დოკუმენტი, რომელსაც მათ ხელი მოაწერეს, 3 ფაზას ითვალისწინებს: ცეცხლის შეწყვეტას (ამისთვის 2 დღეა გათვალისწინებული), მძიმე შეიარაღების გაყვანას (გათვალისწინებულია 5 დღე) და შეხების ზოლისა და ძალების გაყოფას (ამის შესახებ მინსკის მემორანდუმში წერია. გათვალისწინებულია 21 დღე)“, – განაცხადეს ეუთოს მისიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები