ლიბანში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ცოლი და ვაჟიშვილი დააკავეს
ლიბანის არმიამ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაკრა ალ-ბაგდადის ცოლი და ვაჟიშვილი სირიის საზღვართან დააკავეს,- ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ქვეყნის ხელისუფლებამ „ბოევიკის“ ერთ-ერთი ცოლის სახელისა და ეროვნების გასაჯაროებაზე უარი განაცხადა. „როიტერის“ ინფორმაციით, სამხედროებს მის დაკავებაში უცხოური დაზვერვა დაეხმარა.
შეგახსენებთ, რომ დაჯგუფება „ერაყის და ლევანტას ისლამური სახელმწიფო“ 2006 წელს ერაყში „ალ-ქაიდას“ მხარდაჭერით შეიქმნა. დაჯგუფება „ნახევრადრეალურ კვაზისახელმწიფოს“ წარმოადგენს და სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე მოქმედებს.