ლიზა ბაგრატიონი და ნიკოლოზ რაჭველი კონცერტს გამართავენ

14 დეკემბერს, 19: 30 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში, მომღერალი ლიზა ბაგრატიონი და ნიკოლოზ რაჭველი კონცერტს – „სხვა ფერია“ გამართავენ.
თბილისური კონცერტი იმ რეპერტუარის განახლებული ვარიანტია, რომელიც ლიზა ბაგრატიონმა და ნიკოლოზ რაჭველმა ზაფხულში ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და უკრაინაში გამართეს.
ლიზა ბაგრატიონისა და ნიკოლოზ რაჭველის გარდა, კონცერტში მონაწილეობას საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ალტისტი გიორგი ცაგარელი და სპეციალური სტუმარი იტალიიდან – აკორდეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი მიიღებენ.
კონცერტს ვიზუალურად დათო მაჭავარიანი (კაკადუ) გააფორმებს, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ ბოლო გამოცემის ახალი ილუსტრაციების ავტორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები