ქეთა თოფურია ბავშვს ელოდება

28 წლის მომღერალი ქეთა თოფურია ბავშვს ელოდება, 2015 წლის გაზაფხულზე А’Студио-ს სოლისტი დედა გახდება, – ამის შესახებ ინფორმაციას musicbox.ge ავრცელებს. ქეთას მეგობრები ამტკიცებენ, რომ მათ ოჯახში დიდი მზადებაა – სულ მალე რუსული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური წარმომადგენელი მშობელი გახდება. ქეთასთვის პატარა პირველი შვილი იქნება, მის მეუღლეს, ბანკირ ლევ გეიხმანს კი უკვე ჰყავს უფროსი გოგონა – სონია. როგორც ამბობენ, დედინაცვალთან გოგონას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ქეთა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ძალიან უნდოდა გოგონა ჰყოლოდა.
“თუმცა, ლევი იმდენს მელაპარაკა ბიჭზე, რომ მივხვდი, ახლა მეც მინდა, რომ ბიჭი დაიბადოს. თან მჯერა, ბიჭს უფრო მარტივად გავზრდი, მით უმეტეს, რომ მეც ცოტა ბიჭური ხასითი მაქვს“, – ამბობს თოფურია.
მომღერალი სამი შვილზე ოცნებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები