ხელოვანების საახალწლო „ფლეშ მობი“
სახელოვნებო ინდუსტრია „არტპალასის“ ინიციატივით, ქართველი ხელოვანები ერთიანდებიან და დამდეგ შობა – ახალ წელს ულოცავენ სრულიად საქართველოს. მილოცვას მუსიკალური ვიდეოს – „ფლეშ მობის“ სახე ექნება. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერია პორტალი „კვირა“.
„არტპალასი“ ხელოვანებს მოუწოდებს, ჩაერთონ აღნიშნულ აქციაში: „ფლეშ მობში“ მონაწილეობა არ მოითხოვს განსაკუთრებულ სამსახიობო, ვოკალურ ან ქორეოგრაფიულ მონაცემებს. ნებისმიერ ხელოვანს, განურჩევლად ასაკისა და საქმიანობისა, შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს ამ მასშტაბურ და კეთილ აქციაში“.
მსურველები 5 დეკემბერს, 11:00 საათზე, ევროპის მოედანზე იკრიბებიან. კლიპის გადასაღებად საგანგებოდ გადაიკეტება მეტეხის ხიდი. რეპეტიცია – 4 დეკემბერს, ხუთშაბათს, 11:00 საათზე, სპორტის სასახლეში.