რუსეთმა პროექტი „სამხრეთ ნაკადი“ დახურა

რუსეთი პროექტ „სამხრეთ ნაკადის“ რეალიზებას ვეღარ განაგრძობს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ დღემდე არ მიგვიღია ბულგარეთის ნებართვა, ვთვლით, რომ რუსეთი ამ პირობებში ვეღარ განაგრძობს ამ პროექტის რეალიზებას. მშენებლობის ზღვაში დაწყება, მერე ბულგარეთის სანაპირომდე მისვლა და გაჩერება – სისულელეა“, – განაცხადა პუტინმა.
„მორჩა, პროექტი დახურულია“, – თქვა „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა. ამასთან, რუსეთი ნავთობგაზის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას თურქეთთან გეგმავს. დაგეგმილია „სამხრეთ ნაკადის“ სიმძლავრის მილის შავი ზღვის გავლით მშენებლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები