ორივე მხარე დონეცკის აეროპორტში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდა

უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკებები დონეცკის აეროპორტში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა. ამის შესახებ უკრაინელი სამხედროების პრესსამსახურმა განაცხადა, – წერს „ბი-ბი-სი“. ამ ინფორმაციის მიუხედავად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აეროპორტში სროლა კვლავ გრძელდება.
შეგახსენებთ, მანამდე ფეისბუქის ანტიტერორისტული ოპერაციის პრესსამსახურის გვერდზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ აეროპორტში „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკრაინულ-რუსული ცენტრის“ ხელმძღვანელები ჩადიან: უკრაინულ მხარეს გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ასკაროვი წარმოადგენდა, რუსეთს კი – გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე ლენცოვი.
„ვიზიტის მიზანი – სტრატეგიული ობიექტის შტურმის შეწყვეტა და ორივე მხრიდან დაძაბულობის გრადუსის შემცირებაა“, – განაცხადეს სპეცოპერაციის პრესცენტრში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები