ფასანაურის სატყეო უბანზე ხე–ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოვლინდა

ფასანაურის სატყეო უბანზე ხე–ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს სამინისტროდან აცნობეს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ფაქტი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, მცხეთა–მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს.
მათივე ინფორმაციით, დაილუქა ავტომანქანა და სამართალდამრღვევს ჩამოერთვა უკანონოდ მოპოვებული 15 მეტრ/კუბი წიფელის ჯიშის ხე-ტყე.
მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის რაიონულ სასამართლოს გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები