ქრთამის აღების ფაქტზე დევნილთა სამინისტროს მაღალჩინოსანი დააკავეს (ვიდეო)

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ამავე სამინისტროს ქვემო ქართლის, მცხეთა მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი, მერაბ გოგსაძე დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრის პრესსამსახურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მოქალაქისგან, მისთვის სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ გადაცემაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო 1000 აშშ დოლარი.
დანაშაულებრივ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პრველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე ვადით.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=sAoQKIBoorI” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები