ნიკა არაბიძე: ყველაზე მეტად იმაზე ვინერვიულე, რომ ეს ამბავი დედაჩემს არ გაეგო

„კომედი შოუს“ მსახიობი ნიკა არაბიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

მისი თქმით, როდესაც აღნიშნული ამბავი გახმაურდა, ის საქართველოში არ იმყოფებოდა და ტელეფონი გამორთული ჰქონდა.

„როცა გავრცელდა ეს ჭორი, საქართველოში არ ვიყავი. ტელეფონი გამორთული მქონდა, ჩემი მეგობრები, ახლობელი მირეკავდნენ. ამ ყველაფერს ისიც დაემთხვა, რომ ტელეფონი გამორთული მქონდა. ამან კიდევ უფრო შეუწყო ხელი ამ ჭორის აგორებას. ეს ჭორი იმდენად აგორდა, რომ ვიდეო ჩავწერე და გამოვაგზავნე, რომ ცოცხალი ვიყავი. ყველაზე მეტად იმაზე ვინერვიულე, რომ დედაჩემს არ გაეგო ეს ამბავი. კიდევ კარგი, რომ დედაჩემი არ არის სოციალური ქსელისა და ინტერნეტის მომხმარებელი“, – განაცხადა ნიკა არაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები