ობამას ქალიშვილები უპატივცემულობასა და უგემოვნებობაში დაადანაშაულეს
აშშ-ს „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა ელიზაბეტ ლაუტენმა ბარაკ ობამას ქალიშვილები უპატივცემულობასა და უზრდელობაში დაადანაშაულა. საშა და მალია მადლიერების დღესთან დაკავშირებული მიღების დროს მათი ჩაცმულობისა და მანერების გამო გააკრიტიკეს.
ელიზაბეტ ლაუტენს გოგონების მოკლე ქვედა ბოლოები არ მოეწონა. გარდა ამისა, ლაუტენის შეფასებით, 16 წლის მალიას და 13 წლის საშას, როდესაც ისინი მამის გვერდზე ცერემონიაზე იდგნენ, მოწყენილი სახეები ჰქონდათ.
ლაუტენის აზრით, გოგონებს „კარგი მანერების“ დემონსტრირება უნდა მოეხდინათ და იმ როლისთვის, რომელიც ერგოთ, პატივისცემა გამოეხატათ. გარდა ამისა, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა აღნიშნა ისიც, რომ იმ ტანსაცმელში, რომელშიც გოგონები ცერემონიაზე იყვნენ, მხოლოდ ბარში მისვლა შეიძლება.ელიზაბეტ ლაუტენის კომენტარმა ფეისბუქის გვერდზე სკანდალი გამოიწვია. მძაფრი კრიტიკის შემდეგ შეტყობინება წაშლილი იყო, თავად ლაუტენმა კი „საწყენი სიტყვების“ გამო ბოდიში მოიხადა.