თინა კანდელაკის საოცნებო “ჭკვიანი სახლი”

საკუთარი საოცნებო სახლის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი თინა კანდელაკი წერს. როგორც თავად თინა აღნიშნავს, 2 -სართულიანი „ჭკვიანი სახლი“ „ჭკვიან დასახლებაში“ მდებარეობს. სადაც ტექნიკაა განთავსებული, იმ ოთახებში ცალკე შესასვლელია და სპეციალისტის დახმარების საჭიროების შემთხვევაში ყველაფერი კეთდება ისე, რომ ამას ვერც ამჩნევ: სპეციალისტები „უკანა შესასვლელიდან შედიან, შენ კი საქმეებით ხარ დაკავებული“.
თინა კანდელაკი დეტალურად წერს იმაზე, თუ რომელი ოთახები რომელ სართულზე იქნება.
„გასაგებია, რომ გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ მთელი ცხოვრება დიდი და ნათელი სივრცე მიყვარდა… პირველ სართულზე… ჩემი აზრით, მისაღები ოთახი, სამზარეულო-სასადილო, დედის საძინებელი და მორჩა! არ მინდა 30- მეტრიანი 6 ოთახი, რადგან ძალიან მიყვარს სტუმრები, მათთან ყოფნა კი დიდი მაგიდის გარშემო მომწონს. სასადილო ოთახი ამ დიდ მაგიდასთან ერთად ცენტრში, შემოსასვლელის პირდაპირაა, მარჯვნივ კი – სამზარეულოა სათავსოთი საჭმლის სერიოზული მომზადებისთვის! მარცხნივ დიდი მისაღები ოთახია, მაღალი ჭერით და მინები პანორამული ხედით… ჩემი ოცნებაა! როგორ მინდა ხანდახან დილით, ფინჯანი ყავით ხელში ისე უბრალოდ ვიდგე სამზარეულოში, უბრალოდ ჩუმად ვიყო და ხეებს ვუყურო“. რაც შეეხება მეორე სართულს, იქ, თინას თქმით, მხოლოდ საძინებლები განლაგდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები