ჰონგ-კონგში არეულობის შედეგად 40 ადამიანი დააკავეს (ფოტოკოლაჟი)

ჰონგ-კონგში პროდემოკრატიული მოძრაობის აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პროტესტანტები ქალაქის სამთავრობო რაიონის ბლოკირებას გეგმავდნენ, – წერს „ბი-ბი-სი“.
აქციის მონაწილეებს მათი მოძრაობის სიმბოლო – ქოლგები ეჭირათ ხელში. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა. დაკავებულია 40 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგში საპროტესტო გამოსვლები ახალი ძალით მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცავებმა ერთ-ერთი კარვების ბანაკის დაშლა დაიწყეს.
შეგახსენებთ, რომ დემონსტრანტების უმეტესობა -სტუდენტები პეკინისგან საარჩევნო კანდიდატების შერჩევაში ჩაურევლობას ითხოვენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჰონგ-კონგში 2017 წელს ჩატარდება.

10485218_877385858968320_1137166981_n 10815818_877385848968321_1946721927_n 10818841_877385852301654_171119187_n 10822346_877385862301653_51253737_n 10836220_877385868968319_1713296148_n 10841466_877385855634987_1058372057_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები