საპარლამენტო დელეგაცია სტოკჰოლმში მიემგზავრება

საპარლამენტო დელეგაცია – უმრავლესობის წევრები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო თანამშრომლობის პროექტის დასკვნითი ვიზიტით სტოკჰოლმში (შვედეთი) მიემგზავრება.
როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, საპარლამენტო პროგრამა გასული წლის სექტემბერში დაიწყო. ის ოფიციალურად გახსნეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და შვედეთის რიკსდაგის თავმჯდომარემ, პერ ვესტერბერმა.
თანამშრომლობას ამ პერიოდის განმავლობაში კოორდინაციას უწევდა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე. პროგრამა მიმართული იყო პარლამენტის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის გაძლიერებაზე და მასში მონაწილეობდა საპარლამენტო სპექტრის სრული წარმომადგენლობა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტის განმავლობაში მიღწეული შედეგების შეჯამდება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დაისახება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები