თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, შეზღუდვა ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოებს უკავშირდება.
პირველ დეკემბერს, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე, ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ზემო ალექსეევკის დასახლების და აეროპორტის დასახლების 59 აბონენტს.
კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო მომხმარებლებს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.