უკრაინაში დემონსტრანტებმა პოლიციელთა მისამართით ცეცხლი გახსნეს
ინსტიტუტსკის ქუჩის მხრიდან უცნობმა პირმა უკრაინის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს რადას მიმართულებით ცეცხლი გახსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს ინფორმაციით, დემონსტარნტებმა ცეცხლი გახსნენს ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიმართ, რის შემდეგაც რადიკალმა დემონსტრანტებმა რადაში შეღწევა სცადეს. სამინისტროს ინფორმაციით, სროლები ამ წუთებშიც გრძელდება.
ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია სროლის შედეგად დაღუპულთა ან დაჭრილთა შესახებ.