სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე ზაზა დოლიძე დაინიშნა
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე ზურაბ ჩეკურაშვილი ზაზა დოლიძემ შეცვალა.
პრემიერ-მინისტრის ბრძანება ზურაბ ჩეკურაშვილის საჯარო სამართლის იურიდიული პირის “სურსათის ეროვნული სააგენტოს” უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
აღნიშნულ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილმა ზაზა დოლიძე დანიშნა. დოლიძეს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დღეს ქუთაისში, სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის ახალ რეგიონული ოფისის საზეიმო გახსნაზე წარადგენს.
ღონისძიებას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზაზა მეფარიშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ლაბორატორიის, აგრეთვე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელები დაესწრებიან.