ვლადიმერ რიბაკმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა
ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა, ვლადიმერ რიბაკმა ხელი მოაწერა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მიღებული რეზოლუციის თანახმად, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის საინისტროს, უშიშროების სამსახურსა და სხვა სამხედრო ფორმირებებს დაუყოვნებლივ ეკრძალებას ძალის, ცეცხლსასროლი იარაღიდა და აკრძალული სპეცსაშუალებების გამოყენება. რეზოლუციის თანახმად, ასევე იკრძალება ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარება, რომლის გამართვის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 19 თებერვალს გამოაცხადა. ამასთან, ძალოვან სტრუქტურებს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო გაერთიანებებს ეკრძალება ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ნებისმიერი ღონისძიების გამართვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა, უკრაინის სხვადასხვა ქალაქებსა და ოლქებში დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სატრასპორტო კომუნიკაციების ბლოკადა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პარლამენტმა ასევე მიმართა სასამართლოს საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაუყოვნებელი გათავისუფლებისა და მათზე დევნის შეწყვეტის თაობაზე.
რეზოლუციას მხარი 236 დეპუტატმა დაუჭირა.