ვანო მერაბიშვილმა სასამართლოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა
თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის დაკითხვა იგეგმებოდა, თუმცა ყოფილმა პრემიერმა სასამართლოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა. როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, ის არც ერთ სასამართლო პროცესს აღარ დაესწრება.
ყოფილი პრემიერის თმით, ის ცხრა თვის განმავლობაში, მხოლოდ იმის გამო ესწრებოდა სხდომებს, რომ მისი ოჯახის წევრების და მეგობრების ნახვის საშუალება ჰქონოდა. ბრალდებულმა მერაბიშვილმა მშობლებს და შვილებს ბოდიში მოუხადა.
“მინდა ვუთხრა ჩემი ოჯახის წევრებსა და მშობლებს, რომ კომფორტულად ვარ იმ საკანში, სადაც ვიმყოფები და ნუ ინერვიულებენ. მაპატიონ თუ რამე დააკლდებათ, შევეცდები, როდესაც გავთავისუფლდები ეს დანაკლისი ყველას წინაშე ავანაზღაურო. მე ვიქნები ყველაზე უბედური თუ კი თავისუფალი ვიქნებოდი, რადგან ჩემი მეგობრები ან ციხეში, ან ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან. ვარ ყველაზე კარგად როგორც შეიძლება იყოს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი. მინდა მოვუწოდო ჩემს მეგობრებს გაუძლონ და მიიყვანონ 2003 წელს დაწყებული საქმე ბოლომდე”, – აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა და სასამართლო სხდომა დატოვა.