შვედეთის პრინცესა მადლენა გოგონას დედა გახდა

  ამის შესახებ ინფორმაცია შვედეთის სამეფო კარის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გოგონა ქვეყანას ნიუ-იორკში 20 თებერვალს, ადგილობრივი დროით 22:41 მოევლინა. პრინცესა და მისი შვილი თავს კარგად გრძნობენ. ჩვილის სახელი ჯერჯერობით არ გახმაურებულა.
შეგახსენებთ, რომ პრინცესა მადლენა 2013 წელს გათხოვდა. სამეფო ოჯახის წევრის რჩეული ბანკირი კრისტოფერ ო’ნილია, რომელიც მან ნიუ-იორკში გაიცნო. მადლენი შვედეთის მეფის უმცროსი ქალიშვილია. მან მეუღლე მას შემდეგ გაიცნო, რაც 2010 წელს საქმროს ღალატის გამო დაშორდა. მადლენი და 38 წლის კრისტოფერი ნიუ-იორკში ცხოვრობენ. ო’ნილი საბანკო საქმეებითა დაკავებული, შვედეთის პრინცესა კი საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები