უკრაინის ოპოზიცია იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებას ითხოვს
უკრაინის ოპოზიციის ლიდერები ქვეყნის ყოფილი პრემიერ – მინისტრის იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებას ითხოვენ. ამის შესხებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავცელებს. როგორც პარტია „ბატკივშინას“ ლიდერმა არსენ იაცენიუკმა აღნიშნა, აუცილებელია რადამ ტიმოშენკოს საკითხი განიხილოს და მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს. „ჩვენ მოვითხოვთ, რომ გაათავისუფლონ იულია ტიმოშენკო“, – განაცხადა იაცენიუკმა რადაში სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან ერთად, ოპოზიციის წარმომადგენლები უკრაინის 2004 წლის რედაქციით დამტკიცებული კონსტიტუციის რედაქტირებას და მასში იმ საკითხებას ასახვას ითხოვენ, რომლებიც მათი თქმით, ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს.