ინტერნეტში სავარაუდოდ სნაიპერების რაციით საუბრის ჩანაწერი გავრცელდა

  ინტერნეტში სავარაუდოდ სნაიპერების რაციით საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.სნაიპერები დისლოცირებული არიან სხვადასხვა ადგილას, ბაზა კი სასტუმრო „უკრაინაში“ აქვთ. როგორც ჩანაწერიდან ირკვევა სნაიპერები ერთმანეთთან სამოქმედო გეგმას ათანხმებენ და მოედანს ზვერავენ .
„ყურადღებით გრუშევსკის ქუჩისკენ, მოემზადეთ სამუშაოდ. თუ იქნება იარაღით მოძრაობა, მომახსენებთ და იმუშავებთ. „ბერკუტი“ შეტევისთვის ემზადება, დავაზღვიოთ“, – ამბობს ერთ-ერთი ხმა.
„მაღალი შენობების სახურავები პრიორიტეტია. ისინი, ვინც მარჯვნივაა, თვალყურს გრუშევსკის ქუჩას ადევნებენ…“, – იძლევიან განკარგულებებს ძალოვანები.
„ახლა ფანჯრებს გავაღებ, გავაგრძელებთ მოძრაობას და ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს. მომისმინეთ ყურადღებით, ორი გასროლა მარცხნივ, ქარი უბერავს, თან რაღაც მოძრაობებია, ზედა ფანჯრები ღიაა“, – პასუხობენ უცნობ ხმას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები