ამერიკელმა კლუბში ცეცხლი გახსნა

   კალიფორნიის ქალაქ ალტურასის ერთ-ერთ კლუბში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა – 44 წლის შერი როადესმა ცეცხლი გახსნა, რასაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაშავდა. როდესაც თავდამსხმელს ტყვიები გაუთავდა, მან დანა აიღო და კიდევ ერთი ადამიანი დაჭრა. მომხდარის შესახებ პოლიციას თვითმხილველმა აცნობა, რომელმაც კლუბიდან თავის დაღწევა მოახერხა. დაღუპულთა შორის ორი ქალი და ორი მამაკაცია, ორი დაშავებული კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. შერი როადესი პოლიციამ დააკავა. კლუბზე მისი თავდასხმის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები