სოხუმის აეროპორტი რუსულ კომპანიას გადაეცემა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ბესლან ბუთბას განცხადებით, სოხუმის აეროპორტი რუსულ კომპანიას გადაეცემა.
“ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და დისპეტჩერიზაცია სახელმწიფოს კუთვნილებაში დარჩება, დანარჩენი ნაწილი რუსულ კომპანიებს გადაეცემა. ამ ეტაპზე ვაწარმოებთან იმ სტრუქტურის ძიებას, რომელიც ამას საკუთარ თავზე აიღებს”, – განაცხადა აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, აფხაზურ მხარეს უკვე აქვს რამდენიმე წინადადება რუსული კომპანიებისგან.
ჟურნალისტებთან საუბრისას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ასევე დაადასტურა აფხაზეთის სატრანზიტო რესპუბლიკად გარდაქმნისა და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის სურვილი სომხეთსა და რუსეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები