გიორგი გაბაშვილი: რუსეთი აფხაზეთის მერე ხელშეკრულებას ცხინვალთანაც გააფორმებს

„ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი გაბაშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა აფხაზეთის შემდეგ ე.წ. თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება ცხინვალის დე ფაქტო მთავრობასთანაც გააფორმოს – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი გაბაშვილმა თოქშოუ „არჩევანში“ განაცხადა.
გაბაშვილს მიაჩნია, რომ რუსეთის ქმედებებს საქართველო მოუმზადებელი ერთხელ უკვე შეხვდა და იმედს გამოთქვამს, რომ ცხინვალთან მიმართებაშიც ანალოგიურ შეცდომას არ დაუშვებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრი აცხადებს, რომ საქართველოში უნდა გატარდეს ძირეული რეფორმები და უნდა მოხდეს ქვეყნის ევროპასთან მაქსიმალურად ინტეგრაცია, რათა საჭირო დროს ქვეყანა მზად იყოს ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად.
„ეს ხელშეკრულება გაფორმდება და ველოდები ამას. საქართველოს ერთდაერთი შანსი, რომ შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, შეინარჩუნოს თავისუფლება, შეინარჩუნოს თავისი არჩეული გზა, ეს არის რომ საქართველომ გაუძლოს და დაელოდოს იმ მომენტს და თან განვითარდეს, რომ რუსეთი იძულებული იქნება, საერთაშორისო ზეწოლით რაღაცეები დათმოს. ეს შესაძლებლობა ფანჯარა იყო 90-იან წლებში, როცა რუსეთმა ძალიან ბევრი რამ დათმო მთელი აღმოსავლეთი ევროპა დათმო, დათმო ძალიან ბევრი გავლენა, ანუ თავისუფლების ზონა დათმო. ჩვენ სამწუხაროდ 90 -იან წლებში თავად ვიყავით იმდენად სუსტები, რომ ამ შესაძლებლობის ფანჯარით ვერ ვისარგებლეთ. ახლა თავიდან დგება ის მომენტი, როცა მთელი მსოფლიო კონსოლიდირებულად, ერთიანად, უკვე იწყებს რუსეთთან ძალიან აქტიურად წინააღმდეგობის გაწევას“, – აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები