პუტინის თანაშემწე: თბილისი სარკინიგზო გზის: სოხუმი-თბილისი-ერევანის წინააღმდეგი არასოდეს ყოფილა
„თბილისი აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის წინააღმდეგი არასოდეს ყოფილა“, – ამის შესახებ გაზეთ „კომერსანტს“ ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა განუცხადა. საუბარია სოხუმი-თბილისი-ერევნის სარკინიგზო გზის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საერთო ტანხმობის შემთხვევაში ამ გზის გახსნა იქნება შესაძლებელი. პუტინის თქმით, „ერთი მხრიდან გზა სომხეთზე გავა, მეორე მხრიდან კი – რუსეთზე“.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის სურკოვის განცხადებით, ამ საკითხით დაკავებული არ იყო, თუმცა, მისი მონაცემებით, „თბილისი ამ გზის წინააღმდეგი არასოდეს ყოფილა“.
ამასთან, გაზეთი „კომერსანტი“ აღნიშნავს, რომ „როგორც ჩანს, თბილისი ამ გზის მომხრეც არ იყო, რადგან ასეთი გზა დღემდე არ ფუნქციონირებს, იმის მიუხედავად, რომ ის ჯერ კიდევ სტალინის დროს იყო აშენებული, და დღეს მისი არა თავიდან დაგება, არამედ აღდგენაა საჭირო“.
შეგახსენებთ, რომ ამ საკითხზე კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ნებისმიერი სატრანსპორტო და საკომუნიკაციო არხის აღდგენა მხოლოდ სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდება.
„ჩვენი ქვეყნის ინტერესებში კი – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა“, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.