რუსეთი „მისტრალის“ მიწოდებაზე უარის გამო საფრანგეთს სასამართლოთი დაემუქრა

რუსეთი კონტრაქტის მიხედვით მოქმედებას და სასამართლოში ჩივილს აპირებს, თუ მას „მისტრალი“ არ მიეწოდება, – ამის შესახებ „იტარ-ტასი“ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის იური ბორისოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსკოვი ფრანგულ მხარეს საჯარიმო სანქციებს დაუწესებს.
„მისტრალთან“ დაკავშირებულ სიტუაციას ასევე სახელმწიფო დუმის დსთ-ს საკითხებზე მომუშავე კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი ეხმაურება. მისი აზრით, თუ რუსეთი საფრანგეთს სასამართლოში უჩივლებს, „პროცესი დაუყონებლივ მოგებული იქნება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები