მებაჟე ოფიცრებმა აკრძალული პრეპარატების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს

მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო – გამშვებ პუნქტზე “ყაზბეგი” 12 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი Klipal Kodeine აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აკრძალული პრეპარატი სომხეთის მოქალაქე ა.ი.-ს შემოჰქონდა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოვიდა. საქმე შემდგომი რეაგირებისათვის საპატრულო პოლიციას გადაეცა.
ფსიქოტროპული ნივთიერების (ფსევდოეფედრინი) შემცველი პრეპარატების შემოტანის მცდელობა გამოვლინდა სგპ “ვალეს” ტერიტორიაზე.
თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული სომხეთის მოქალაქე ბ.ტ.-ის ბარგის დათვალიერებისას, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს DISOPHROL -16 აბი(1,92 გრ); DISOPHROL- 1 ბოთლი (0,6 გრ ); POLARAMINE -2 ბოთლი (0,8 გრ); ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების (ქლორდიაზეპოქსიდი) შემცველობის პრეპარატი STOMARAX- 30 აბი (0,15 გრ).
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს-ს სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები