საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებულთა უმეტესობა ქალია

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებული 1206 თანამშრომლიდან 707 ქალია. აღსანიშნავია, რომ სააგენტოში ხელმძღვანელ პოზიციებზეც ქალები სჭარბობენ კაცებს. 67 ხელმძღვანელი პოზიციიდან ქალებს 38 პოზიცია უკავიათ, კაცებს კი – 29.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებული რეფორმების წარმატებასა და საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში სააგენტოში დასაქმებული ქალები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. მათმა არაერთმა ინიციატივამ და პროექტმა ხელი შეუწყო მოქალაქეთათვის მარტივი და კომფორტული სერვისების შეთავაზებას, სააგენტოს საქმიანობის ეფექტურობის ზრდას და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას.
„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იყო და რჩება სივრცედ, სადაც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისა და პროფესიული განვითარების საშუალება, სქესის მიუხედავად, ყველა თანამშრომელს თანაბრად აქვს“, – აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებულთა საშუალო ასაკი 38 წელია, მინიმალური – 20 წელი, მაქსიმალური კი -76. თანამშრომელთა უმეტესობა – 42% – სააგენტოში 5 წელზე მეტია მუშაობს, 13% კი 10 წელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები