სვიმონ მასხარაშვილი: რუსოფილების საქართველო ვისია არ ვიცი, ვერ ვცნობ და ვერ ვხედავ

 

    ისტორიკოსი სვმონ მასხარაშვილს საქართველოში რუსოფილების არსებობა აკვირვებს. როგორც მასხარაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, მოქალაქეები რუსეთის სიყვარულის გასამართლებლად რუსული კულტურის მნიშვნელობას იშველიებენ. „ვუსმენ და ვუცქერ რუსოფილ “საქართველოს მოქალაქეებს”, რომლებიც ხან “ერთმორწმუნეობას”, ხან რუსეთის “როლს” საქართველოს ისტორიაში და ხან კი რუსული კულტურის მნიშვნელობას იშველიებენ რუსეთის “სიყვარულის” გასამართლებლად. ვუსმენ და ერთადერთი განცდა მეუფლება: მე და ისინი (რუსეთმონატრულნი) სხვადასხვა საქართველოების შვილები ვართ. მე დავით აღმაშენებლის, კირიონ საძაგლიშვილის, ამბროსი ხელაიასა და რუსების მიერ დახვრეტილი ბაბუაჩემის საქართველოს შვილი ვარ, შესაძლოა, ფრიად უღირსი, მაგრამ მაინც შვილი ვარ. რუსოფილების საქართველო კი ვისი საქართველოა არ ვიცი, ვერ ვცნობ და ვერ ვხედავ“, – წერს ისტორიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები