საბაჟოზე ფსიქოტროპული მედიკამენტის შემოტანა სცადეს

საქართველოს მოქალაქემ საბაჟოზე აკრძალული მედიკამენტის შემოტანა სცადა. სსიპ “შემოსავლების სამსახურის” ცნობით, საბაჟო – გამშვები პუნქტის “წითელი ხიდის” ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მხრიდან შემოვიდა. საქართველოს მოქალაქე მ.ჩ., რომელსაც საბაჟო დათვალიერებისას აღმოაჩნდა ფსიქოტროპული ნივთიერება “ფსევდოეფედრინის” შემცველობის მედიკამენტი ACTIFED-47 მთელი და ერთი ცალი დამტვრეული (შეფუთვის გარეშე) აბი.
საქმე შემდგომი რეაგირებისათვის შსს საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები