ქართველი მოჭიდავე ვახტანგ ლოლუა მსოფლიოს ჩემპიონია
ხორვატიაში ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) ფინალში ირანელი ფარზად აჰმად ბალოოტაკი ანგარიშით 9:7 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.
საქართველოს სპორტის სამინისტროს ცნობით, ფინალურ შეხვედრამდე მან ჩინელი, რუმინელი და თურქი სპორტსმენები დაამარცხა.
ქართველი სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.