ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში 2015–2025 წლებში გამოცემული ნაბეჭდი პროდუქციის საანგარიშო წარდგენა გაიმართა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში 2015–2025 წლებში გამოცემული ნაბეჭდი პროდუქციის საანგარიშო წარდგენა გაიმართა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი იყო, წარსული ათწლეულის განმავლობაში განხორციელებული საგამომცემლო საქმიანობის შეჯამება და ცენტრის მიღწევებისა და მნიშვნელოვანი გამოცემების გაცნობა სამეცნიერო საზოგადოებისთვის.
დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა, გასცნობოდა ახალ გამოცემებს: „ამბროსი ხელაიას ქადაგებები“, „სამეცნიერო-პოპულარული წიგნების სერია XIV – საქართველოს ეგზარქოსები (1811–1917)“, „წმ. დიმიტრი თესალონიკელის კულტის ისტორიისათვის“, „მრავალთავი 29“, „პროვინციის მეფეები“, „საერო დღესასწაული“, „პირადი არქივების აღწერილობა 8 – ნინო და კალისტრატე სალიები“, „სომხური ხელნაწერი მემკვიდრეობა“, „სამეცნიერო მემკვიდრეობა 4 – ცისანა აბულაძე“.
ახალი გამოცემები ავტორებმა და რედაქტორებმა წარადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები