დეპუტატების ხელფასები იზრდება?

პენსიების 10-ლარიანი ზრდის კვალდაკვალ, შესაძლოა, გაიზარდოს დეპუტატების შრომითი ანაზღაურება, – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “პრაიმტაიმი” ავრცელებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს პარლამენტის წევრი ყველაზე დაბალშემოსავლიანი ჩინოვნიკია, მაშინ, როცა სხვა საჯარო უწყებები საკმაოდ სოლიდურ პრემიებს ირიცხავენ. გამოცემასთან საუბრისას ქუცნაშვილი საჯარო სამსახურის სისტემის რეფორმირებაზე საუბრობს.
“დღეს დეპუტატი არის ყველაზე დაბალანაზღაურებადი ჩინოვნიკი. სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს უფრო მაღალი შემოსავალი აქვს, ვიდრე საქართველოს პარლამენტის წევრს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს სისტემა ნაკლოვანია”, – ამბობს ქუცნაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები