24 ნოემბერი

09:00
“რედისონში” მსოფლიო სატელეკომუნიკაციო /ICT ინდიკატორების რიგით მე-12 სიმპოზიუმს WTIS 2014, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის.
09:30
“ჰოლიდეი ინში” USAID-ისა IDFI-ს ორგანიზებით, კონფერენცია გაიხსნება. თემა: “საჯარო დაწესებულებების პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულებების შესრულების პრაქტიკის გაუმჯობესება”
10:00
სასტუმრო „ბეტსი-ში” გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმირებისა და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურია მიიღებენ. მისამართი: მაყაშვილის № 32/34
10:30
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციები ბრიფინგს გამართავენ. თემა: “ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციების საბოლოო შენიშვნები თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში. მისამართი: ლერმონტოვის №10.
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგლა აგულაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: ფარული მოსმენების „გასაღები“, კვიციანის საქმე.
11:00
„თბილისი მარიოტში”, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საზღვრის მართვის საკითხებთან დაკავშირებით დონორთა საკოორდინაციო კონფერენცია გაიმართება.
11:00
“პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრი შალვა ოგბაიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საცობები ქალაქში და მისი განტვირთვის გზები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კორნელი კეკელიძის სახ. საკონფერენციო დარბაზში, ილია აბულაძისადმი მიძღვნილი IV სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება. მისამართი: ალექსიძის ქ. №1/3
11:00
“პირველი რადიოს” რადიოკლუბში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე კახა კოჟორიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” თავმჯდომარე ზვიად დევდარიანი და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელი ეკა ბოკუჩავა პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ მომზადებული კანონპროექტი.
11:00
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, ტეხასის სამართლის სკოლის დეკანს ჯეიმს ალფინს შეხვდება. მისამართი: ძმ. ზუბალაშვილების ქ. №32 საკონტაქტო პირი: ქეთი ტყეშელაშვილი 577 55 77 35
11:30
“პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სევდია უგრეხელიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 2015 წლის ბიუჯეტი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში თბილისის საკრებულოს წევრი ზაზა კოლელიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: შინდისში დაღუპული 17 გმირისთვის მონუმენტის მშენებლობა.
11:30
“პირველი რადიოს” რადიოკლუბის სტუმარი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირმა ნადირაშვილი იქნება. თემა: მაღალჩინოსანთა პრემიების შესახებ ახალი ფაქტები.
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ექსპერტი დემურ გიორხელიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ფარული მოსმენების „გასაღები“, კვიციანის საქმე.
12:00
“პირველ პრესკლუბში” ადვოკატი ნიკოლოზ დავითულიანი და დაზარალებული ვლადიმერ ბერუაშვილი, სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
პარლამენტის ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი.
12:00
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართება. თბილისი, პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის” ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ფარული მოსმენების „გასაღები“, კვიციანის საქმე.
13:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია ბრიფინგს გამართავს. თემა: ფარული მოსმენების „გასაღები“, კვიციანის საქმე.
13:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე, მომღერალი თამარ ივერი, ფსიქოლოგი თეო გოგოტიშვილი და დიზაინერი ლიკა ყაზბეგი, ძალადობის მსხვერპლ ქალბატონთან ერთად პრესკომფერენციას გამართავენ. თემა: ძალადობის წინააღმდეგ მასობრივი კამპანიის დაწყება და მიმართვა ხელისუფლებას და საზოგადოებას.
13:00
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში, “თბილისის წიგნის დღეებთან” დაკავშირებული პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. მისამართი: ზანდუკელის ქ. №16
13:00
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტი, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბრეძის განახლებულ საჯარო სკოლას გახსნის. საკონტაქტო პირები: ლიზა ვადაჭკორია 577 47 06 88; ანნა გიუნტერი 595 01 33 77
14:00
“საქპატენტის” მცხეთის ოფისს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ეწვევა. საკონტაქტო პირი: მარიკა ლაცაბიძე 599 72 88 01
14:00
გამოფენების ცენტრში “ექსპო ჯორჯია” საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება. მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. №118, მესამე პავილიონი
15:00
პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. თბილისი, პარლამენტის ბიუროს სხდომათა დარბაზი
17:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართება, რომელზეც საკრებულოს ფრაქციები თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, საკუთარ შენიშვნებს წარმოადგენენ. სხდომას, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრებიან. მისამართი: თავისუფლების №2.
17:00
რესტორან „ოტიუმში“ „აღმოაჩინე ლატვიას“ ფარგლებში, მსოფლიოში ცნობილი ლატვიელი შეფ-მზარეულის რაიმონდს ზომერსის და მისი ასისტენტის ედგარს ბალოდისის მასტერკლასი გაიმართება.
17:00
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს მოსამართლეთა ერთობა საჯარო დისკუსიას გამართავს, რომელიც სამოსამართლო სამართალს მიეძღვნება. მისამართი: ლ. გუდიაშვილის ქ. №7
18:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “იაპონური კულტურის ფესტივალი” გაიმართება. ფესტივალი თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის იაპონისტიკის მიმართულების და იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის მიერ არის ორგანიზებული. მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი
ანონსის გაგზავნა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები