ანრი ჯოხაძეს თავს დაესხნენ

   მომღერალ ანრი ჯოხაძეს აღმაშენებლის გამზირზე თავს დაესხნენ. ამის შესახებ ცნობილი მომღერალი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
„აღმაშენებლის გამზირზე თავს დამესხა საყოველთაოდ ცნობილი მათხოვარი (ყმუილით რომ გამოსცემს ბგერებს, ის ქალი), ერთი ლარი არ ეყო და მეორეზეც მომადგა მანქანასთან. უარის შემდეგ შეტევაზე გადმოვიდა, ჩამომაკაწრა სახე, გამიტეხა სათვალე, დამიკაწრა მანქანა. ჩვეულებრივ ბრძოლაში ვიყავი“, – წერს ანრი ჯოხაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები