რუსეთ-აფხაზეთს შორის შეთანხმებას ხელი ხვალ მოეწერება

  ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი ხვალ სოჭში მოეწერება. მანამდე დოკუმენტი ხელმოსაწერად ვლადიმერ პუტინს გადაეგზავნა. რუსეთის მთავრობამ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე უკვე დაამტკიცა დადგენილება-ეთხოვოს რუსეთის პრეზიდენტს, დოკუმენტს ხელი მოაწეროს. დადგენილებას ხელს მთავრობის მეთაური დიმიტრი მედვედევი აწერს.
ინფორმაცია რუსეთის მთავრობის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეთანხმება იდება ათი წლის ვადით მისი ხუთწლიანი პერიოდების გახანგრძლივების შესაძლებლობით.
„პროექტი საბაზისო დუკუმენტია რუსეთსა და აფხაზეთს შორის ეტაპობრივად თანამშრომლობის დასამყარებლად სოციალურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ასევე, საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შენართუნებით“, – ნათქვამია რუსეთის მთავრობის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები