საქართველოს მოქალაქე საბერძნეთში არასრულწლოვანებს 73 წლის მამაკაცთან სექსს აიძულებდა

 საქართველოს მოქალაქე საბერძნეთში არასრულწლოვანებს 73 წლის მამაკაცთან სექს აიძულებდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს. შემთხვევა თესალონთან ახლოს, კატერინში მოხდა. ბერძნული მედიის ცნობით, 39 წლის საქართველოს მოქალაქე სექსუალური კავშირის სცენებს კი ფირზე იღებდა.
ბერძული საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 17 წლის გოგონა, რომელსაც 73 წლის მამაკაცთან იძულებით ჰქონდა სექსუალური კავშირი, საავადმყოფოშია და ფსიქოლოგიურ დახმარებას გადის.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბერძენი მამაკაცის სახლში აღმოჩენილია ოთახი, სადაც, სავარაუდოდ, არასრულწლოვნების გაუპატიურება და სცენების ფირზე გადაღება ხდებოდა.
მათივე ცნობით, დაკავებული ქართველის საცხოვრებლიდან ამოღებულია ათი დივიდი დისკი, რომელზეც მსგავსი სცენებია აღბეჭდილი, ასევე ფოტოსურათები, ვიდეო კამერა და ლეპტოპები. მასალები პორნოგრაფიული შინაარსის სცენებს შეიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები