ინა ქალდანმა და ლაშა ყიზილაშვილმა პარაძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

თბილისში პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ ინა ქალდანი (J2 კატეგორია +70კგ) და ლაშა ყიზილაშილი (J2 კატეგორია -95 კგ). ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე რვა მედალია. ჩემპიონობა გიორგი ქალდანმა (J2 კატეგორია -70კგ), ლევან გუგავამ (J2 კატეგორია -81 კგ) და რევაზ ჩიკოიძემ (J2 კატეგორია +95 კგ) იზეიმეს, ვერცხლს ბაჩუკი შელია (J2 კატეგორია -81 კგ) დასჯერდა, ბრინჯაოს მედლები კი ზურაბ ზურაბიანმა (J2 კატეგორია -70 კგ) და საბა ბაღდავაძემ (J1 კატეგორია -81 კგ) მოიპოვეს.

პარაძიუდოს ევროპის ჩემპიონატი სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები